12-07-2022
„ვერანაირი „დეპოლარიზაცია“ ვერ შედგება რადიკალურ ოპოზიციასთან. ერთ-ერთი მიზეზია, ბიძინა ივანიშვილზე ანგარიშსწორების მათი პათოლოგიური სურვილი. იმდენად დაბრმავებულები არიან ამ კაცისადმი სიძულვილით, რომ მზად არიან ამ პათოლოგიურ ჟინს დაუქვემდებარონ სხვა ყველაფერი“- ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით „დეოლიგარქიზაციის“ მათეული გაგება, რასაც მათი დასავლელ ლობისტებიც ახმოვანებენ, ყველაფერი ერთ ადამიანზეა მიმართული.
„კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ვერანაირი „დეპოლარიზაცია“ ვერ შედგება რადიკალურ ოპოზიციასთან, რომელიც წარმოდგენილია „ნაცმოძრაობით“, მისი გამონაყოფებით თუ სატელიტებით. ერთ-ერთი მიზეზია, ბიძინა ივანიშვილზე ანგარიშსწორების მათი პათოლოგიური სურვილი. იმდენად დაბრმავებულები არიან ამ კაცისადმი სიძულვილით, რომ მზად არიან ამ პათოლოგიურ ჟინს დაუქვემდებარონ სხვა ყველაფერი. მათი ბოლო განცხადებები და ქმედებები ეჭვს არ ტოვებს, რომ ისინი „დეპოლარიზაციად“ მიიჩნევენ ფაქტობრივად მათთვის ხელისუფლების გადაბარებას. ამავე კონტექსტში ეწერება „დეოლიგარქიზაციის“ მათეული გაგება, რასაც მათი დასავლელ ლობისტებიც ახმოვანებენ. ანუ ყველაფერი ერთ ადამიანზეა მიმართული. ამ დროს, ოლიგარქის ყველა ნიშნის მატარებელი ის ხალხი, რომელთა ფინანსურ ძუძუებს უკვე რამდენი წელია მადიანად წოვს ამდენი პარტია და ტელევიზია, არ ახსენდებათ. ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა, თუ სირბილის დაწყება გინდა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, და სარბენი ბოტასები არ გაქვს, დაიწყე იმით რაც გაქვს. შესაბამისად, დავიწყოთ საქმის კეთება, მათ შორის ევროინტეგრაციის კუთხით, იმით რაც გვაქვს“- წერს ანჯაფარიძე.