გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ქუთაისის ციხეში პატიმარი გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობს

8-06-2018

ქუთაისის ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი შიმშილობს. თემურ გოშაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობის აქციას აცხადებს.

გოშაძეს სამართალდამცავები პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას ედავებიან.


შემთხვევა 26 მაისს, ჭიათურაში მოხდა.


"26 მაისს ჩემი მეგობრის დედის, მამის და ძმის საფლავი შევმოსეთ ქვით. ცხვარი დავკალით და გვიან, კორპუსის ეზოში გავაგრძელეთ სმა. ავტომატებით მოვიდნენ ჩვენთან პოლიციელები. გასროლის ხმა გაუგონიათ და ეძებდნენ, სად მოხდა გასროლა. ჭიათურის პოლიციის მოადგილე ერთ-ერთ ჩვენგანს თან ელაპარაკებოდა და თან იარაღს აბჯენდა ყელზე. მან უთხრა, იარაღი გაწიე, ნუ მადებო. პოლიციის უფროსის მოადგილემ უპასუხა: იარაღს კი არა, სხვა რამესაც დაგადებო. სხვა რამეში მამაკაცის სასქესო ორგანო იგულისხმა. ჩვენმა მეგობარმა უპასუხა სხვა რამე დედაშენს დაადეო და დაიწყო ჩხუბი. ჭიათურის პოლიციის უფროსის მოადგილემ მთელი საპატრულო და სამხარეო პოლიცია მოიყვანა. 9 კაცი მიგვცეს პასუხისგებაში," - ამბობს თემურ ციცვიძე.


პოლიციასთან დაპირისპირებული ახალგაზრდებიდან 8-ს ბრალი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით აქვს წაყენებული, ხოლო მეცხრეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ისეთ დანაშაულს ედავებიან, რაც პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას და ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.


თემურ გოშაძის გარდა, შიმშილობის აქციას მართავენ მისი მეგობრებიც. მათ კარავი ჭიათურაში, პოლიციის შენობის წინ აქვთ გაშლილი. ისინი თემურ გოშაძის გათავისუფლების გარდა, ჭიათურის პოლიციის უფროსისა და მისი მოადგილის ჭიათურიდან წასვლას ითხოვენ.

"პია"