გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ანდრია გვიდიანი რასა იუკნევიჩიენეზე: ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი გაცილებით მნიშვნელოვანი პიროვნებაა, ვიდრე ქალბატონი რასას მსგავსი მეასე ხარისხოვანი ევროპარლამენტარი

13-07-2022

,,ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი გაცილებით მნიშვნელოვანი პიროვნებაა, ვიდრე ქალბატონი რასას მსგავსი მეასე ხარისხოვანი ევროპარლამენტარი; გროშების სანაცვლოდ, დღისით მზისით, საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევა არ შეიძლება,” - ასე ეხმიანება ექსპერტი ანდრია გვიდიანი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას ბიძინა ივანიშვილის შესახებ.


როგორც გვიდიანი წერს, "ნაციონალური მოძრაობის" უნიჭო ლობირება საქართველოს მეგობრობა არ არის.


,,თუ საქართველოსთან არაფერ შუაში მყოფმა, ქალბატონმა რასამ ვერ გაიგო რომ: ბიძინა ივანიშვილი ყველაზე ავტორიტეტული ქართველია; ბიძინა ივანიშვილი არა "რუსი ოლიგარქი", არამედ უდიდესი პატრიოტია; ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის აბსოლუტური ნდობით სარგებლობს; ბიძინა ივანიშვილი და მის მიერ დატოვებული გუნდი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანია; ბიძინა ივანიშვილი 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის მთავარი ავტორია; ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყნისთვის არათუ რამე დაუშავებია, არამედ კარგის მეტი არაფერი უკეთებია. ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი მეცენატია; ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყანაში 3 მილიარდ დოლარზე მეტი ქველმოქმედებაში აქვს დახარჯული; მაშინ დავეხმარები რომ გაიგოს, რომ: ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი გაცილებით მნიშვნელოვანი პიროვნებაა, ვიდრე ქალბატონი რასას მსგავსი მეასე ხარისხოვანი ევროპარლამენტარი; გროშების სანაცვლოდ, დღისით მზისით, საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევა არ შეიძლება; "ნაციონალური მოძრაობის" უნიჭო ლობირება, საქართველოს მეგობრობა არ არის” - წერს გვიდიანი.