გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გია გაბრიჭიძე ოპოზიციაზე: ხალხის „აგდების“ მიზნით მათ რამდენჯერმე გაახმიანეს მოსაზრება, რომ კანდიდატის სტატუსის არმიღებამ საქართველოს რამდენიმე მილიარდი დააკარგვინა

14-07-2022

ხალხის „აგდების“ მიზნით მათ რამდენჯერმე გაახმიანეს მოსაზრება, რომ კანდიდატის სტატუსის არმიღებამ საქართველოს რამდენიმე მილიარდი დააკარგვინა. საბედნიეროდ ქართველები მათგან განსხვავებით არ არიან სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის მენტალობის და ზუსტ ინფორმაციებზეც მიუწვდებათ ხელი - წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.

 

„ამ ოპოების განცხადებები ზუსტად აჩვენებს მათი შინაგანი მდგომარეობის ზუსტ მსგავსებას თიმსალ-მაკოსთან ("ბაში აჩუკი". აი ის, "ათასი თუმანიო" რომ იძახი, რომლისთვისაც ყველაფრის საზომი ფული იყო. ხალხის „აგდების“ მიზნით მათ რამდენჯერმე გაახმიანეს მოსაზრება, რომ კანდიდატის სტატუსის არმიღებამ საქართველოს რამდენიმე მილიარდი დააკარგვინა. საბედნიეროდ ქართველები მათგან განსხვავებით არ არიან სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის მენტალობის და ზუსტ ინფორმაციებზეც მიუწვდებათ ხელი. ხალხმა უკვე წაიკითხა და მოისმინა ირაკლი კობახიძის და კარლ ჰარცელის განმარტებები ამ საკითხთან დაკავშირებით: კარლ ჰარცელი - კანდიდატის სტატუსი არ გულისხმობს დამატებით დაფინანსებაზე ავტომატურ წვდომას, ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყნებთან შედარებით. ირაკლი კობახიძე - ბუნებრივია, კანდიდატის სტატუსი პოლიტიკურად მნიშვნელოვანია, თუმცა საინტერესოა, რომ არავითარი მატერიალური პრივილეგიები კანდიდატის სტატუსს არ მოაქვს. აბა ჰე, მიდით ახლა და სხვა რაიმე მოიფიქრეთ“ - წერს გაბრიჭიძე facebook - ზე.