გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ზუგდიდში მოზარდის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებენ

8-06-2018

ზუგდიდში 10 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტში ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ. 
გარდაცვლილის ოჯახის წევრები გვიან ღამემდე საავადმყოფოსთან იმყოფებოდნენ. ისინი შენობაში შესვლას ცდილობდნენ. 
არსებული ინფორმაციით, ბავშვი ეზოში ბურთის თამაშის დროს შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
„შემოყვანილ იქნა ბავშვი გულის გაჩერებით. ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები სრული მოცულობით, მაგრამ გულის რითმის აღდგენა ვერ მოხერხდა. დაფიქსირდა რეანიმაციული სიკვდილი“- განაცხადა ექიმმა.
გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.