გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამარ მახარაშვილმა დებატების პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გახსნა

15-07-2022

საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის (GIDE) პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში საქართველოს დებატების ეროვნული ტურნირის საუკეთესო მომხსენებელი და გამარჯვებული მოსწავლეები, ასევე პროექტში ჩართული წარმატებული მასწავლებლები დაჯილდოვდნენ.

 

დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ  თამარ მახარაშვილმა და საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა თინათინ ცერცვაძემ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გამარჯვება პირადად მიულოცეს და სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

 

მინისტრის პირველმა მოადგილემ სიტყვით მიმართვისას პროექტის ფარგლებში ეროვნული და საერთაშორისო ტურნირების უზრუნველყოფისთვის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო დებატების სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. თამარ მახარაშვილის თქმით,  პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეებს ჩამოყალიბდნენ თავისუფალ, სრულფასოვან და დამოუკიდებელ მოქალაქეებად.

 

მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ტურნირი, რომელიც პროექტის ფარგლებში დამაგვირგვინებელ კონკურსს წარმოადგენდა, პანდემიის პირობებში პირისპირ ფორმატში პირველად ჩატარდა და მასში მონაწილეობა თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლების დებატკლუბების 700-მდე მოსწავლისგან შერჩეულმა გუნდებმა მიიღეს.

 

პროექტში „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ აქტიურად არიან ჩართული საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 60 დებატკლუბის წევრები. თითოეულ დებატკლუბს სპეციალურად გადამზადებული მასწავლებელი ხელმძღვანელობს, რომელსაც უდიდესი წვლილი შეაქვს მოსწავლეებში ახალი უნარ-ჩვევების განვითარებაში.

 

შემაჯამებელ ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის, კერძო სკოლის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.

 

შეგახსენებთ, რომ პროექტი საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ორგანიზებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობითა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.