18-07-2022
ქალაქ ონში, ბეერ-შევას სახელობის პარკში საჭიდაო დარბაზის შენობის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა - პაპუნა მარგველიძემ, ონის მუნიციპალიტეტის მერთან - სერგი ხიდეშელთან ერთად, ქალაქის ცენტრში არსებული ბეერ-შევას სახელობის სკვერში, მიმდინარე საჭიდაო დარბაზის მშენებლობა მოინახულა.
პროექტი, საქართველოს მთავრობის მიერ „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის" ფარგლებში ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში, აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჭიდაო დარბაზი, გათბობა-გაგრილების ვენტილაციის სისტემის, წყლისა და წყალარინების სისტემის და სახანძრო უსაფრთხოების გათვალისწინებთ.
სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს "მტმ" ასრულებს.
აღნიშნული სამშენებლო სამუშაოებისთვის თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება - 1 436 221 ლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ შენობაში, ააიპ "ონის მუნიციპალიტეტის ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის" ჭიდაობის სექცია განთავსდება, რომელშიც 70 აღსაზრდელი ირიცხება, მათ შორის ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორები.