გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფმა ზესტაფონის მერის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართა

8-06-2018

ზესტაფონში, მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფმა მერის გადადგომა მოითხოვა და ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. მერის გადადგომის მოთხოვნით მოქალაქეები ზესტაფონის მერიასთან შეიკრიბნენ. მათ პროტესტს შეურთდა "პატრიოტთა ალიანსის" ზესტაფონის საკრებულოს წევრი გიგა გაბრიჭიძე და მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე. მათი განცხადებით, ზესტაფონის მერი კახა მახათაძე უფლებამოსილებას არ ასრულებს, ქალაქში კი, შეჩერებულია ინფრასტრუქტურული პროექტები.
აღნიშნულთან დაკავშირებით ზესტაფონის მერიაში აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეების ბრალდებები უსაფუძვლოა. როგორც ზესტაფონის მერის მოადგილე დათო ჩირგაძე აცხადებს, ქალაქში და ზესტაფონის სოფლებში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.

"ინტერპრესნიუსი"