გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა აჭარაში პარტიის ადგილობრივ ლიდერებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა

18-07-2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აჭარაში პარტიის ადგილობრივ ლიდერებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ.

 

შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ზაალ მიქელაძე, რესან კონცელიძე, ელისო ბოლქვაძე, ანზორ ბოლქვაძე, ალეკო ტაბატაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, განიხილეს მიმდინარე პოლიტიკური საკითხები და მმართველი პარტიის საშუალოვადიან გეგმებზე იმსჯელეს.

 

პარტიის ლიდერებმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია შიდა და საგარეო პოლიტიკურ პროცესებზე.

 

19 და 20 ივლისს პარტიის ხელმძღვანელები ქობულეთსა და ამბროლაურში, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში პარტიის ადგილობრივ ლიდერებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდებიან.