19-07-2022
ოპოზიციას და მასთან აფილირებულ მედიას და ექსპერტებს ეხლა სურთ სოსო გოგაშვილი, რომელსაც როგორც იქნა მისწვდა მართლმსაჯულება, წარმოაჩინონ სისტემასთან მებრძოლ წამებულ გმირად, ან ე.წ. „whistleblower”-ად ან რაღაც მსგავსად. ის რომ გოგაშვილი დადასტურებულად აწვდიდა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ფაილებს ოპოზიციურ ტელეარხებს და შესაძლოა პარტიებსაც, ეს უკვე ცნობილია. „თავისიანებმავე“ ჩაუშვეს - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
„ოპოზიციას და მასთან აფილირებულ მედიას და ექსპერტებს ეხლა სურთ სოსო გოგაშვილი, რომელსაც როგორც იქნა მისწვდა მართლმსაჯულება, წარმოაჩინონ სისტემასთან მებრძოლ წამებულ გმირად, ან ე.წ. „whistleblower”-ად ან რაღაც მსგავსად. ის რომ გოგაშვილი დადასტურებულად აწვდიდა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ფაილებს ოპოზიციურ ტელეარხებს და შესაძლოა პარტიებსაც, ეს უკვე ცნობილია. „თავისიანებმავე“ ჩაუშვეს. თუმცა, ჩნდება უფრო და მძიმე სერიოზული კითხვა: გამდიდრებისკენ მიდრეკილი გოგაშვილი ხომ არ აწვდიდა საიდუმლო ინფორმაციებს რომელიმე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს და სხვა ფაქტორებთან ერთად ამასაც ხომ არ უკავშირდება მისი უეცარი და ოფიციალურ შემოსავლებთან შეუსაბამო გამდიდრება?! იმედია გამოძიება დაადგენს ყველაფერს. გავიმეორებ იმას, რაც ადრე ვთქვი. გოგაშვილის ამბავი, რომელიც ჩვენი ჯერ კიდევ საკმაოდ ნედლი დემოკრატიის ერთ ერთი გამოვლინება მგონია, გაკვეთილი უნდა გახდეს“ - წერს ანჯაფარიძე facebook - ზე.