გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნინო ფოჩხუა: იმდენად აბსურდულია რეზოლუცია, რომ ვერც ევროკომისიამ და ვერც ევროსაბჭომ ვერ მოაქცია კანონის ფარგლებში და უკან დაიხია

19-07-2022

„აშკარაა, რომ ბანკიც ჩართულია ამ შანტაჟში, იმავე კოორდინაციით მოქმედებს, რითაც ანგრევს მითს შვეიცარული ბანკების სანდოობის შესახებ“- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

 

„დღეს ივანიშვილის ადვოკატმა კიდევ ერთხელ განაცხადა რომ Credit Suisse-ი ისევ აჭიანურებს გადარიცხვებს, რითაც იმ აბსურდულ რეზოლუციას ეყრდნობა, რომელიც მიიღო ევროპარლამენტმა 300 დეპუტატის ხელმოწერით. (როგორ, რანაირად ამას მომავალი გვიჩვენებს) რატომ ასეთი აბსურდული ზეწოლა, იმიტომ ხომ არა გათავისუფლდნენ სააკაშვილი, გვარამია და დაისაჯოს ივანიშვილი ანუ საქართველო და ქართველი ხალხი.

 

იმდენად აბსურდულია ეს ყველაფერი, რომ ვერც ევროკომისიამ და ვერც ევროსაბჭომ ვერ მოაქცია კანონის ფარგლებში ეს რეზოლუცია და უკან დაიხია. აშკარაა, რომ ბანკიც ჩართულია ამ შანტაჟში, იმავე კოორდინაციით მოქმედებს, რითაც ანგრევს მითს შვეიცარული ბანკების სანდოობის შესახებ. ფაქტია, ადამიანი რომელიც თავის ცხოვრების წესით მხოლოდ პატივისცემას იმსახურებს, ვერაფრით დააშანტაჟებ. გავა სულ ცოტა დრო და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, Credit Suisse-იც გადაუხდის ივანიშვილს დავალიანებას და ის კი ისევ გააგრძელებს ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობის მიღებას“- წერს ნინო ფოჩხუა.