გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ონის მერის პირველმა მოადგილემ, მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან ერთად, ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა

19-07-2022

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ - გიორგი ნოდარიშვილმა, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე - გიორგი მაქარაშვილთან ერთად, ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს - თომას მიულმანს უმასპინძლა.


შეხვედრას ესწრებოდნენ, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - ბაჩანა მარკოიშვილი, თავმჯდომარის მოადგილე - ალავერდ ხვედელიანი, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში - ირმა ჩიხრაძე და მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის სამსახურის უფროსი - მანანა ჩაგელიშვილი.


ავსტრიის საელჩოს ორგანიზებით, "გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლის" საგამოფენო სივრცეში გამოფენა გაიხსნა, რომელიც მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი ქალის, ბერტა ფონ ზუტნერის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება. მას ნობელის პრემია 1905 წელს მიენიჭა. გამოფენაზე აღინიშნა, რომ ბერტა არა მხოლოდ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მფლობელი პირველი ქალი იყო, არამედ სწორედ მან დაარწმუნა თავისი მეგობარი ალფრედ ნობელი, რომ მშვიდობის დარგში ნობელის პრემია დაეწესებინა.


გამოფენის გახსნისას ელჩმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბერტა ფონ ზუტნერი წლების განმავლობაში მეუღლესთან - არტურ ფონ ზუტნერთან ერთად სწორედ საქართველოში ცხოვრობდა. გამოფენის დათვალიერება მსურველებს ერთი თვის განმავლობაში შეეძლებათ.


ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას მთარგმნელმა მზია გალდავაძემ ბერტა ფონ ზუტნერის წიგნი "წერილები საქართველოდან" წარუდგინა.

ვიზიტის პირველი დღე, ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფების მონაწილეობით გამართული კონცერტით დასრულდა, რომელსაც ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, სახელოვნებო და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები.