გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

აჭარაში ჯომარდობის დროს სამი ტურისტი დაიღუპა, მეოთხეს ეძებენ

8-06-2018

ხელვაჩაურში, მდინარე ჭოროხზე ჯომარდობის დროს სამი ტურისტი დაიღუპა, გავრცელებული ინფორმაციით, ამ დრომდე ეძებენ მეოთხე ტურისტს.

შემთხვევა ერთი საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მდინარეზე 6 ტურისტი იმყოფეობოდა. ტურისტები უკრაინიდან იყვნენ ჩამოსულები.

ადგილზე არიან სამაშველო სამსახურის ბრიგადები და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მეოთხე გარდაცვლილი ნავის მეპატრონეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ჯომარდობა, ანუ "რაფტინგი" სპორტის პოპულარული სახეობაა, ჯომარდობისმოყვარულებს მთის მდინარეებზე გასაბერი ნავით დაშვებისას სხვადახვა სახის წინააღმდეგობების გადალახვა უწევთ.

imedinews.ge