გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ხელვაჩაურში ნავით სეირნობისას დაღუპული კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

8-06-2018

ხელვაჩაურში ნავით სეირნობისას დაღუპული კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. კირნათი ჰესთან სულ ოთხი ადამიანი დაიღუპა. აქედან სამი უცხოელი ტურისტი, ხოლო ერთი საქართველოს მოქალაქე იყო, რომელიც ტურისტებს მეგზურობას უწევდა.

სამი დაღუპულის ცხედარი წყლიდან მალევე ამოიყვანეს, ხოლო საქართველოს მოქალაქეს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.

შემთხვევა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდში მდინარე ჭოროხზე დღეს მოხდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

newposts