გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გია აბაშიძე: აშშ-ის საელჩოს ცალკეულ თანამშრომელთა ქმედებების სამართლიანი კრიტიკა და მხილება ანტიდასავლურობას არ ნიშნავს; ნეოკოლონიურ დამოკიდებულებას ვერავისგან ავიტანთ

20-07-2022

„ტაბუირებული თემები არ არსებობს, ხელშეუხებელი არავინაა“- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრების განცხადების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.


„ტაბუირებული თემები არ არსებობს, ხელშეუხებელი არავინაა. აშშ-ის საელჩოს ცალკეულ თანამშრომელთა ქმედებების სამართლიანი კრიტიკა და მხილება ანტიდასავლურობას არ ნიშნავს. ნეოკოლონიურ დამოკიდებულებას ვერავისგან ავიტანთ. მე რომ დონალდ ტრამპის გულშემატკივარი ვარ და არ მომწონს ჯო ('ბრეჟნევი') ბაიდენი, ვერანაირ გავლენას ახდენს შეერთებული შტატებისადმი ჩემს ზეპოზიტიურ დამოკიდებულებაზე“- წერს აბაშიძე.