გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მიხეილ ყაველაშვილი: ჩანს, რომ ზეწოლა კვლავ განმეორდება, ხელისუფლების შეცვლის სურვილი გაგრძელდება

21-07-2022

ღიმილისა და განცხადებების უკან კვლავ ჩანს და გამოჩნდება კიდეც, რომ კვლავ განმეორდება იგივე ზეწოლა. რატომ მეორდება ისევ ზეწოლა ხელისუფლების მიმართ?! იმიტომ, რომ ხელისუფლების ცვლილებაზეა საუბარი. ამ ხელისუფლებასთან ერთად ვერ მიაღწიეს იმას, რომ საქართველო როგორმე ომში ჩაერთოთ, ამ ეტაპისთვის ეს მიზანია, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.


„არასოდეს გვითქვამს ჩვენ, რომ ამის ავტორია ევროკავშირი ან აშშ. ძალები, რომლებიც არსებობენ, რომლებიც ამ ყველაფერს ქმნიან, შეიძლება მთლიან, ერთიან ევროკავშირს არ წარმოადგენდნენ, ერთიან ამერიკის შეერთებულ შტატებს არ წარმოადგენდნენ, მაგრამ ამ ეტაპისთვის მათთვის სასარგებლო იყოს ის, რომ ამ ომში საქართველოს ჩართულობა უფრო მეტ ზიანს მიაყენებდა რუსეთის ფედერაციას. მხოლოდ ამ ლოგიკიდან გამომდინარე ფიქრობენ, რომ ეს კარგი იქნებოდა. ამ ძალას შესაძლოა აშშ-შიც და ევროკავშირშიც აქვს გავლენა“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.