21-07-2022
გიგა ბოკერია და მისი მეუღლე ავითარებენ ნარატივს, რომ ბიძინა ივანიშვილი მონსტრია და ის უნდა მოიშორონ, უნდა გაანადგურონ - აქ რომ ამას ვერ მიაღწიეს, უკვე ევროპარლამენტარებმა დაიწყეს ამის რეზოლუციაში ჩაწერა, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო ინსტანციამდე, ბიძინა ივანიშვილამდე მივიდნენ.
„გიგა ბოკერია და მისი მეუღლე ავითარებენ იდეოლოგიურ ნარატივს, რომ ბიძინა ივანიშვილია მტერი ამ ქვეყნის, მასზე ყველაფერი დაკიდებული და ის უნდა მოვიშოროთ, ეს უნდა გავანადგუროთ, გაიხსენეთ ახალგაზრდა ნაციონალების შეურაცხყოფა, გინება, სახლთან მივარდნა და სხვა. ეს ყველაფერი ტექნოლოგიაა, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდებს შეაზიზღონ ეს ადამიანი, რომ ის გვიშლის ხელს ევროკავშირში შესვლაზე. ეს არის სპეციალურად შექმნილი ნარატივი, რომ ეს ადამიანი გამოიყვანონ მონსტრად და აქ რომ ვერ მიაღწიეს ამას, უკვე ევროპარლამენტარებმა დაიწყეს ამის რეზოლუციაში ჩაწერა. ჩვენი ქვეყნის შემსრულებლები, ოპოზიცია და ეს ვიღაც დიღმელაშვილი და მაქარაშვილი როგორ მიჰვებიან ამ ნარატივს, რომ მივიდნენ ბოლო წერტილამდე და ეს არის ბიძინა ივანიშვილი. უკვე აღარ არის იმის დრო რომ ამ ადამიანმა გააგრძელოს ჩრდილში ყოფნა, პასუხები სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის განვითარებას და მე ვითხოვ მისგან და ასევე კელი დეგნანისგანაც, რომ ხომ არ იყო მათ შეხვედრაში რამე ისეთი, რაც ბიძინა ივანიშვილს მოსთხოვეს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.