გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ელენე ონიანი: სახელმწიფოს გასაჭირში არ მივუტოვებივართ

11-06-2018

გვინდა,გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია’’ ობიექტივის’’ სიუჟეტს, რომელიც საზოგადოებას ამცნობდა, რომ შინდისში 2008 წელს გმირულად დაღუპულ ალექსანდრე ონიანის დედას, ქალბატონ რუსუდან გელოვანს, რომელიც ლენტეხის რაიონის სოფელ ჟახუნდერში ცხოვრობს, სახელმწიფომ სოციალური დახმარება მოუხსნა, რის გამოც, ‘’შინდისის გმირის’’ძმა, მძიმე სენით დაავადებული გიორგი,უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.სიუჟეტში, ასევე, ნათქვამი იყო, რომ შინდისის გმირის ოჯახი სახელმწიფომ გასაჭირის დროს მიატოვა. ქალბატონი რუსუდანის მეორე შვილი, სოზარიც, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე იყო, რომელიც ომიდან დაბრუნების შემდეგ, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. მესამე ვაჟი_გიორგი კი მძიმედ ავადაა და სიმსივნეს ებრძვის.რუსუდან გელოვანი შვილის საზღვარგარეთ მკურნალობისთვის სახელმწიფოსგან დახმარებას 10 000$-ს ითხოვდა.გვინდა,გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია’’ ობიექტივის’’ სიუჟეტს, რომელიც საზოგადოებას ამცნობდა, რომ შინდისში 2008 წელს გმირულად დაღუპულ ალექსანდრე ონიანის დედას, ქალბატონ რუსუდან გელოვანს, რომელიც ლენტეხის რაიონის სოფელ ჟახუნდერში ცხოვრობს, სახელმწიფომ სოციალური დახმარება მოუხსნა, რის გამოც, ‘’შინდისის გმირის’’ძმა, მძიმე სენით დაავადებული გიორგი,უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.სიუჟეტში, ასევე, ნათქვამი იყო, რომ შინდისის გმირის ოჯახი სახელმწიფომ გასაჭირის დროს მიატოვა. ქალბატონი რუსუდანის მეორე შვილი, სოზარიც, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე იყო, რომელიც ომიდან დაბრუნების შემდეგ, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. მესამე ვაჟი_გიორგი კი მძიმედ ავადაა და სიმსივნეს ებრძვის.რუსუდან გელოვანი შვილის საზღვარგარეთ მკურნალობისთვის სახელმწიფოსგან დახმარებას 10 000$-ს ითხოვდა.
ჩვენ დავუკავშირდით ქალბატონი რუსუდანის ქალიშვილს, ელენე ონიანს, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტში მუშაობს. როგორც ელენემ განგვიმარტა, მიზეზი სოციალური დახმარების მოხსნისა ოჯახისთვის ცნობილია  და ეს სიახლეს და გაუგებრობას მათთვის არ წარმოადგენდა.სოციალური დახმარება ქალბატონ რუსუდანს მოეხსნა 1000 ლარიანი შემწეობის გამო. იგი, როგორც მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები, ასევე,  იღებს პენსიას 212 ლარის ოდენობით. (რუსუდან გელოვანი წარმოადგენს ომში დაღუპული ოჯახის წევრს,შესაბამისად,ყოველთვიურად ერიცხება 1000 ლარიანი კომპენსაცია.საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 30 იანვრის N 35/ნ  ბრძანების მე-12 მუხლის I ნაწილის " გ:" პუნქტის თანახმად,  86 ლარზე მეტი ოდენობის სახელმწიფო პენსიის,სახელმწიფო კომპენსაციის ან სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნა წარმოადგენს საოჯახო ( სოციალური) დახმარების შეწყვეტის საფუძველს.) ოჯახის მფლობელობაშია, ასევე, საცხოვრებელი ბინა თბილისში, რომელიც როგორც დაღუპული მეომრის ოჯახს, მათ სახელმწიფომ გადასცა. ელენე ონიანმა, ასევე, განაცხადა, რომ როდესაც თავდაცვის მინისტრისთვის ცნობილი გახდა მისი ძმის დაავადების შესახებ, გიორგი ონიანის თურქეთში მკურნალობისთვის გამოყო 20 000 ლარი, რომელიც ოჯახს ანგარიშზე უდევს და ემზადება ავადმყოფის თურქეთში სამკურნალოდ წასაყვანად. გიორგი ონიანი ერთხელ უკვე იყო თურქეთში გამოკვლევების ჩასატარებლად, რაშიც, ასევე, დაეხმარა თავდაცვის სამინისტრო. ელენე ონიანმა, ასევე, გვითხრა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ოჯახმა მხოლოდ იმისთვის მიმართა, რომ გიორგი ონიანი C ჰეპატიტის პროგრამაში ჩაესვა, რაც სამინისტრომ მყისიერად  დაუკმაყოფილა.
როგორც ლენტეხის გამგებელმა, ბადრი ლიპარტელიანმა გვითხრა, ოჯახს, კანონით დადგენილი შესაძლებლობის ფარგლებში, ასევე, დახმარება გაუწია ლენტეხის გამგეობამაც.
ელენე ონიანი ძალიან წუხს მომხდარის გამო: ’’ სახელმწიფოს მხრიდან, ჩვენს ოჯახს, უყურადღებობა არასოდეს უგრძვნია. ამ დიდ ტკივილს ვერაფერი დაგვიამებს, მაგრამ სახელმწიფომ ჩვენს მიცვალებულებსაც მიაგო პატივი და ცოცხლებიც არ დავავიწყდით,’’_განაცხადა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება