გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ნინო ფოჩხუა ტვ პირველს: მამუკა მდინარაძეს კი არ ოპონირებთ, მტრობთ, მაგრამ ასაკოვან კაცს რას ერჩით, მითუმეტეს სულ ტყუილებზე და სიცრუეზე გაქვთ აგებული სიუჟეტი

23-07-2022

ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის facebook სტატუს ეხმიანება.


„ფუი, რა საზიზღრები ხართ პატრონიან სტაფიანად, მესმის მამუკა მდინარაძეს მტრობთ, კი არ ოპონირებთ, მტრობთ. კარგით, ამას გავიგებ, თქვენი პატრონების ხელისუფლებაში დაბრუნება გინდათ, გეშინიათ, ვაი და თქვენთვის მოსაცემი ფული გამოელიოთ პატრონებს, ხელისუფლება და ძალაუფლება თქვენი გაგებით ხომ ფულის საჭრელი მანქანაა, მაგრამ ასაკოვან კაცს რა ერჩით, მითუმეტეს სულ ტყუილებზე და სიცრუეზე გაქვთ აგებული სიუჟეტი. რამე რომ დაემართოს, აგებთ პასუხს? ან ვინ გაგზარდათ და სად გაიზარდეთ? გარდა იმისა, რომ უსამშობლოები ხართ, უჯიშოებიც ყოფილხართ.“ - წერს ფოჩხუა facebook - ზე.