გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ყველა ოლიგარქი ვინც პოლიტიკაშია ჩართული, ჩართულია მათ სასარგებლოდ და მათ აფინანსებს - კეზერაშვილი, ხაზარაძე, ჭუტა და ა.შ.

24-07-2022

ყველა ოლიგარქი ვინც პოლიტიკაშია ჩართული, ჩართულია მათ სასარგებლოდ და მათ აფინანსებს. ამიტომ აღარ მოუნდათ ამ კანონის მიღება, ბოლოს ირტყვიან, რომ დეოლიგარქიზაციაც არ სჭირდება ქვეყანას და პირიქით შეიძლება ოლიგარქიზაციაც მოითხოვონ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი“ განაცხადა.

 

მისი თქმით, უკრაინულ კანონს როგორც კი გადმოიტან საქართველოში, ყველა ნახავს, რომ ეს კანონი არ ვრცელდება ბიძინა ივანიშვილზე, ის პირდაპირ ვრცელდება არა ერთ ისეთ ოლიგარქზე, რომელიც პირდაპირ აფინანსებს ოპოზიციას, ან ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში.


 „ჩვენ უკვე ვთარგმნეთ უკრაინული კანონი, რომელიც უკვე მოქმედებს უკრაინაში. ერთი პლიუსი ამ კანონს ის აქვს, რომ ვერავინ იტყვის, რომ ჩვენ მოვარგეთ ქართულ რეალობას. არის სუბიექტური მოცემულობით გადმოტანილი უკრაინიდან საქართველოში. როგორც კი ეს გავაკეთეთ მაშინვე დაიწყეს ლაპარაკი მათ შორის კარლ ჰარცელმაც გააკეთა განცხადება, რომ კანონი არ არის ჩვენთან საჭირო, ენჯეობმა გააკეთეს ანალოგიური განცხადება და პარტიებმა თქვეს, რომ არ არის ასეთი კანონი საჭირო საქართველოში. მიზეზი არის მარტივი, უკრაინულ კანონს როგორც კი გადამოიტან საქართველოში, ყველა ნახავს, რომ ეს კანონი არ ვრცელდება ბიძინა ივანიშვილზე. ოპოზიცია მთლიანად აქცენტს აკეთებს ბიძინა ივანიშვილზე, როცა დეოლიგარქიზაციაზე საუბრობს, მაგრამ ეს კანონი პირდაპირ ვრცელდება არა ერთ ისეთ ოლიგარქზე, რომელიც პირდაპირ აფინანსებს ოპოზიციას, ან პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში - კეზერაშვილი, ხაზარაძე, ჭუტა და ა.შ. ეს ადამიანები.


აქედან გამომდინარე, უცბათ არ მოუნდათ მათ ამ კანონის საქართველოში მიღება. აქედან ჩანს, რომ სინამდვილეში მათ სწორედ რომ ოლიგარქიზაცია უნდათ პოლიტიკური პროცესის, იმიტომ, რომ ყველა ოლიგარქი, რამდენიმეა ასეთი, ვინც არის პოლიტიკურად აქტიური, არის სწორედ მათ მხარეს აქტიური, აღარ ჩამოვთვლი გვარებს. ამიტომ აღარ მოუნდათ ამ კანონის მიღება, ბოლოს იტყვიან, რომ დეოლიგარქიზაციაც არ სჭირდება ქვეყანას და პირიქით შეიძლება ოლიგარქიზაციაც მოითხოვონ, რატომ? იმიტომ რომ ყველა ოლიგარქი ვინც პოლიტიკაშია ჩართული, ჩართულია მათ სასარგებლოდ და მათ აფინანსებს. ეს არის დღევანდელი რეალობა. ვნახოთ, როგორ წარიმართება პროცესი, თუ იქნება კონსესუსი, მივიღებთ უკრაინულ კანონს, შევხედოთ საბოლოო ჯამში, როგორი იქნება მხარეების პოზიცია. სამუშაო ჯგუფი ახალი შექმნილია, ახლა დაიწყო განხილვა და ჯერ წინ არის მთელი პროცესი, სექტემბერი, ოქტომბერი, ამ დროისთვის უნდა მოხდეს კანონპროექტის ინიცირება, მერე ნოემბერში მიღება, შევხედოთ მანამდე როგორ წარიმართება პროცესი“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.