გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ევროკავშირი: სირიის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება „საერთაშორისო სამართლის პრინციპებს არღვევს“

11-06-2018

„სირიის რეჟიმის“ გადაწყვეტილება აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ „არღვევს საერთაშორისო სამართალს და გაეროს ქარტიითა და გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციებით დადგენილ ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს“, – ნათქვამია ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) განცხადებაში.

„ევროკავშირი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ვკითხულობთ განცხადებაში, სადაც ასევე ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი განაგრძობს „აქტიურ მხარდაჭერას კონფლიქტების მოგვარების ძალისხმევაში, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და სადამკვირვებლო მისიისჩართულობით“.

civil.ge