გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზურაბ ქადაგიძე კელი დეგნანს: ასეთი დამოკიდებულება უფრო მეტ კითხვას გააჩენს და გააღრმავებს ეჭვებს იმის შესახებ, რომ ღიად სხვა დამოკიდებულებებს გვაჩვენებთ და კულისებში სულ სხვა შეხედულებებზეა საუბარი

25-07-2022

ასეთი დამოკიდებულება უფრო მეტ კითხვას გააჩენს და გააღრმავებს ეჭვებს იმის შესახებ, რომ ღიად სხვა დამოკიდებულებებს გვაჩვენებთ და კულისებში სულ სხვა შეხედულებებზეა საუბარი... იმედია ქალბატონი დეგნანი ამ ჯერად მაინც გვაღირსებს პასუხებს - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე პარლამენტის წევრების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის და მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილს.

 

„რატომ წარმოადგენს პრობლემას, ქალბატონი კელის მხრიდან ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ლოგიკაში ვერანაირად ჯდება... ნუ თუ ბუნდოვანებას და გაურკვევლობას არ ჯობია მარტივად გასცეს პასუხები?! ამით ხომ ერთი, რომ ყველანაირ საეჭვო გარემოებას გამორიცხავს და მეორე აღარ გაჩნდება კითხვები მის მიმართ... არა და კითხვები ლეგიტიმურია, არაერთხელ დაისვა და კვლავ დაიბადება საზოგადოების მხრიდან... და ყველაზე არასერიოზულია ის დამოკიდებულება, რომ წერილს არ გავცნობივარ, არ ვიცი, უაზრო კითხვებია და ა.შ.... ასეთი დამოკიდებულება უფრო მეტ კითხვას გააჩენს და გააღრმავებს ეჭვებს იმის შესახებ, რომ ღიად სხვა დამოკიდებულებებს გვაჩვენებთ და კულისებში სულ სხვა შეხედულებებზეა საუბარი... იმედია ქალბატონი დეგნანი ამ ჯერად მაინც გვაღირსებს პასუხებს...“ - წერს ქადაგიძე facebook - ზე.