გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სერგეი შამბა: აფხაზეთში სიტუაცია უკონტროლო ხასიათს მიიღებს

11-06-2018

„ხანდახან მსაყვედურობენ, რომ თავის დროზე ხელისუფლების სათავეში რაულ ხაჯიმბას მოსვლას მხარი დავუჭირე და მის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურადაც კი ვიღებდი მონაწილეობას. დიახ, ნამდვილად, ასეთი ფაქტი ჩემს ბიოგრაფიაში იყო!... 2014 წელს ხაჯიმბასთან კავშირის ჩათვლით, მე მკაფიოდ განვაცხადე, რომ ამ კავშირის პირობა, და ამგვარად ხაჯიმბას მხარდაჭერა, არის აფხაზეთის პოლიტიკური სისტემის რეფორმირებისთვის შემდგომი მუშაობა“. ამის შესახებ განაცხადა პოლიტიკური პარტია „ერთიანი აფხაზეთის“ თავმჯდომარემ, სერგეი შამბამ 5 ივნისს ე. წ. პოლიტიკური პარტია „ამცახარას“ მეათე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
თუმცა, შამბას თქმით, ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ხაჯიმბას მეთაურობით, „ არა მხოლოდ არ დაიწყო ამ სისტემის რეფორმირება, არამედ თავისი ქმედებებით კიდევ უფრო დაამძიმა სიტუაცია“. 
„ერთიანი აფხაზეთის“ ლიდერი, ამჟამინდელი ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი „საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების კავშირის“ წევრი, თვლის, რომ „თუ უახლოეს პერიოდში ხელისუფლება არ დაფიქრდება და არ დაიწყებს უკიდურესი ზომების მიღებას, ქვეყანაში სიტუაცია უკონტროლო ხასიათს მიიღებს“.

abkhazinform