25-07-2022
მინდა გამოვეხმაურო საქართველოს პარლამენტის წევრების დიმიტრი ხუნდაძის, სოზარ სუბარის და მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილს ამერიკის ელჩისადმი. ბოლო დღეებში ქართული საზოგადოება ყურადღებით აკვირდებოდა თუ რა პასუხები ექნებოდა კელი დეგნანს მის მიმართ დასმულ საკმაოდ მწვავე და ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი შეკითხვებზე - ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა განაცხადა.
"სამწუხაროდ, ამერიკის ელჩმა კითხვებს პასუხი არ გასცა, რითაც არათუ გააღრმავა არამედ პირადად ჩემთვის საკუთარი დუმილით დაადასტურა ყველა ის ეჭვი რაზეც უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად ვწერ და ვსაუბრობ. კერძოდ:
ნამდვილად იგეგმებოდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და უკრაინისთვის ტრაგიკული ხვედრის ჩვენი ქვეყნის ხარჯზე შემსუბუქება. რის გამოც არნახული ზეწოლა მიმდინარეობდა საქართველოს ხელისუფლებაზე, ჩვენ ვნახეთ ხელისუფლების მისამართით განხორციელებული არაერთი პროვოკაცია, როგორც ქვეყნის შიდა ისე უკრაინული პოლიტიკური წრეებიდან.
ზეწოლა მიმდინარეობდა პირადად ბიძინა ივანიშვილზე, რომელსაც აშანტაჟებდნენ შვეიცარული ბანკის მეშვეობით, საკუთარ აქტივებზე წვდომის ხელოვნური ბარიერების შექმნით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ოლიგარქად მოხსენიებით, სანქციების მუქარით.ეს ყველაფერი კი როგორც ჩანს მას შემდეგ დაიწყო, რაც ომის დაწყების შემდეგ ამერიკის ელჩის ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრამ ამერიკელებისთვის სასურველი შედეგი ვერ გამოიღო და ივანიშვილი პოლიტიკაში შემობრუნებასა და მეორე ფრონტის გახსნაზე ვერ დაიყოლიეს.
ივანიშვილზე და ხელისუფლებაზე ზეწოლის პარალელურად როგორც ჩანს ამუშავდა ხელისუფლების გადატრიალების რევოლუციური გეგმაც, ამერიკიდან ჩამოყავთ რევოლუციების ტრენერი პიტერ აკერმანი და ბაკურიანში საიდუმლო შეკრებაზე ეძახიან ოპიციური პარტიებს, ოპოზიციურ მედიას და ენჯეოებს. აკერმანი გეგმის საბოლოო მიზანი უნდა ყოფილიყო ქართული ოცნების ხელისუფლების გადატრიალება და მისი ნაცმოძრაობით ჩანაცვლება, რის შემდეგაც საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვის გეგმაც უპრობლემოდ განხორციელდებოდა. სწორედ ამას ემსახურებოდა „კანდიდატის სტატუსის“ ვერ მიღებით „შეშფოთებული“ ენჯეო სექტორი დაანონსებული ხელისუფლების გადაყენების და ტექნიკური მთავრობის შექმნის კამპანიაც.
ბუნებრივია, ჩემს მიერ ზემოთმოთხრობილი დიდი და სერიოზული ამბის მხოლოდ ნაწილია და სულ მალე კიდევ უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი. ალბათ ბიძინა ივანიშვილია სწორედ ის ადამიანია, ვისაც შეუძლია უფრო მეტი სიცხადე შეიტანოს მთელს ამ ისტორიაში, დარწმუნებული ვარ, როცა დრო მოვა ის ამას აუცილებლად გააკეთებს" - აცხადებს შათირიშვილი.