შაბათი, ივლისი 12, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

TOP.GE
ზურაბ ქადაგიძე: ნაცმოძრაობამ დაამხო ჟურნალისტებს თავზე ყველაფერი, დახურა ათობით მედია-საშუალება და ახლა მათი პარტ-ტელევიზია "მთავარი" ხელისუფლებას ედავება სიტყვის თავისუფლებაზე?

25-07-2022

„დღეს ირაკლი კობახიძეს მივარდნენ და პირადი შეურაცხყოფა მიაყენეს, პასუხი საკადრისად მიიღო პარტ-ტელევიზია "მთავარის" ჟურნალისტმა და ახლა ატეხეს ვაი-ვიში ჟურნალისტს რა უფლებით მიმართა ასეო. ახალი თაობა გამოიყვანეს პროვოკატორ-ჟურნალისტების,თუ რა მარაზმია ეს?“- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე "მთავარი არხის" ჟურნალისტის მიერ ირაკლი კობახიძისთვის დასმულ კითხვას.

 

„დღეს ირაკლი კობახიძეს მივარდნენ და პირადი შეურაცხყოფა მიაყენეს, პასუხი საკადრისად მიიღო პარტ-ტელევიზია "მთავარის" ჟურნალისტმა და ახლა ატეხეს ვაი-ვიში ჟურნალისტს რა უფლებით მიმართა ასეო...რა უბედურებაა ეს? ახალი თაობა გამოიყვანეს პროვოკატორ-ჟურნალისტების თუ რა მარაზმია ეს? ანუ, მიკროფონი ხელში როცა გიჭირავს ყველაფრის უფლება გაქვს?! ლანძღე პირადად, მისი ოჯახი, დედ-მამა და შენ პასუხი თუ დაგიბრუნეს არ შეიძლება... ნაც-მოძრაობამ დაამხო ჟურნალისტებს თავზე ყველაფერი, დახურა ათობით მედია-საშუალება და ახლა მათი პარტ-ტელევიზია "მთავარი" ხელისუფლებას ედავება სიტყვის თავისუფლებაზე? თან პირად შეურაცხყოფას აყენებს რესპოდენტს და საკადრისი პასუხის მიღებისას გაჰკივიან ჟურნალისტებს ხელს უშლიან საქმიანობაშიო“- წერს ზურაბ ქადაგიძე.