გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნინო ფოჩხუა: ვერ აფასებთ იმ თავისუფლებას რაც ამ ხელისუფლებამ მოგცათ, აღარ გახსოვთ "იმედის", "იბერიის", "მაესტროს" დარბევა, თუმცა იქნებ მოგწონდათ კიდეც, სიამოვნებასაც ღებულობდით ამის ყურებით?

25-07-2022

,,მინდოდა ასე დამეწყო, არ გრცხვენიათ, მერე გამახსენდა, რომ სირცხვილს, თავმოყვარეობას და ღირსებას თქვენთან ახლოსაც არ ჩაუვლია“ - ასე მიმართავს ექსპერტი ნინო ფოჩხუა ტელეკომპანია ,,მთავარ” არხს.

 

როგორც ფოჩხუა წერს, მათ აღარ ახსოვთ "იმედის", "იბერიის" და "მაესტროს" დარბევა.

 

,,მთავარი არხი • Mtavari Arkhi მინდოდა ასე დამეწყო, არ გრცხვენიათ, მერე გამახსენდა, რომ სირცხვილს, თავმოყვარეობას და ღირსებას თქვენთან ახლოსაც არ ჩაუვლია. ვინ არის ეს ახალი გოგონა "ნატაშკა", რუსული აქცენტით, ჩააყენეთ ქვეყნის მტრების რიგებში? რას ერჩით ამ ბავშვებს, რატომ უნგრევთ მომავალს? თქვენ არ გინდათ წყნარი ცხოვრება, არ მოგწონთ განათლებული, პროფესიონალი და თავის ქვეყნის მოყვარული ირაკლი კობახიძე, მე მისი ბაბუის სახელმძღვანელოთი ვსწავლობდი უნივერსიტეტში, კვიცი გვარზე ხტისო, ეს მაინც არ გაგიგიათ? თუმცა თქვენი კუმირები ხომ გვარამია, სანაია, წერეთელი და ა. შ. არიან, შუბლზე ძარღვგაწყვეტილები. ვერ აფასებთ იმ თავისუფლებას რაც ამ ხელისუფლებამ მოგცათ, აღარ გახსოვთ "იმედის", "იბერიის", "მაესტროს" დარბევა, თუმცა იქნებ მოგწონდათ კიდეც, სიამოვნებასაც ღებულობდით ამის ყურებით? არ გამიკვირდება. უკვე ზღვარს გადახვედით, მოვა დრო და ხალხი ამას არ გაპატიებთ. ირაკლის კი მინდა გამძლეობა და წარმატება ვუსურვო და იცოდეს ხალხი მათ გვერდითაა” - წერს ფოჩხუა.