25-07-2022
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელი, ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში "მთავარი არხის" ჟურნალისტის მიერ ირაკლი კობახიძისთვის დასმულ კითხვას ეხმიანება.
„საქართველოს შინაური და გარეული მტრების განსაკუთრებული სამიზნეა ირაკლი კობახიძე, კაცი რომელმაც ყველას საკადრისი პასუხი გასცა, მტერსაც და მოყვარესაც. საკუთარი ცოდნით, განათლებით და შრომისმოყვარეობით მიაღწია ყველაფერს ცხოვრებაში და სწორედ ამიტომ ებრძვიან სამარცხვინო არხების სამარცხვინო ჟურნალისტები, სამოქალაქო სექტორის სამარცხვინო ნაწილი, არშემდგარი პოლიტიკოსების ყველაზე სამარცხვინო ნაწილი. სწორადაც ებრძვით, დიახ ირაკლი კობახიძე არის თქვენი ყველა წარუმატებლობის და დამარცხების მიზეზი, დიახ ირაკლი კობახიძემ გაგისტუმრათ პოლიტიკურ მოუსვლელში, საიდანაც ძალიან დიდხანს ან ვეღარასდროს დაბრუნდებით!“ - წერს ბოჟაძე facebook - ზე.