გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის რადიკალური ნაწილი "ტექნიკური პარლამენტის" პროექტზე გადაერთო, რაც ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის დელეგიტიმაციის მცდელობა და კონსტიტუციურ წესწყობილობასთან სახიფათო თამაშია

26-07-2022

„ნათელია, რომ "ტექნიკური მთავრობის" ჩავარდნილი პროექტის შემდეგ, ოპოზიციის ეს რადიკალური ნაწილი ახლა "ტექნიკური პარლამენტის" პროექტზე გადაერთო, რაც არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის დელეგიტიმაციის მცდელობა და კონსტიტუციურ წესწყობილობასთან სახიფათო თამაში",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ევროპული საბჭოს მიერ განსაზღვრულ 12 პრიორიტეტზე სამუშაოდ პარლამენტის მიერ შექმნილ  ჯგუფებსა და ოპოზიციის ნაწილის განცხადებებზე ისაუბრა.


შალვა პაპუაშვილის შეფასებით, „ მსგავსი პოლიტიკური თვითშემოქმედება აღვივებს პოლიტიკურ პოლარიზაციას და პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპული საბჭოს მიერ დასახელებული 12 პუნქტიდან პირველივეს - დეპოლარიზაციას".