გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები დაზარალა

11-06-2018

სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები დაზარალა. სტიქიამ მელაანის, ნანიანის, ქოდალოს და არაშენდას მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები და ვენახები გაანადგურა. 
ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვა დაახლებით 20 წუთს გრძელდებოდა და მოსავლის 70%-მდე გაანადგურა. 
მუნიციპალიტეტის მერის არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია, ის დასეტყვილ ადგილებს დაათვალიერებს და დაზარალებულ მოსახლებას შეხვდება. 
მისივე თქმით, ზარალის ოდენობას სპეციალური კომისია დაითვლის.

"ინტერპრესნიუსი"