გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ოზურგეთში ჩაის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა

11-06-2018

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ჩაის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ჩაის გადამამუშავებელი საწარმო „საქართველოს თაიგული“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა.

საწარმოს შექმნის ფინანსური მხარდაჭერა „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი ახალი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ფარგლებში მოხდა. საწარმოში ჯამურად 428,520 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 171,408 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 150,000 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩხეიძემ, გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა რევაზ ასათიანმა, ჩაის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერეს და საწარმოო პროცესს გაეცნენ.

კომპანია წელიწადში 15 ტონა სხვადასხვა დასახელების ჩაის აწარმოებს, რისთვისაც მხოლოდ ადგილობრივ ნედლეულს იყენებს. პროდუქციის რეალიზაცია გათვლილია ადგილობრივ ბაზარზე; სამომავლოდ იგეგმება მისი ექსპორტზე გატანაც. საწარმოში 10 ადამიანია დასაქმებული.

კომპანიაში 2018 წლის ბოლოსთვის USAID/REAP-ისა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი - ISO 22:000 დაინერგება. 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 170 ახალი და 845-ზე მეტი მოქმედი საწარმო დაფინანსდა. საიდანაც, გურიის რეგიონში შეიქმნა 7 ახალი და გადაიარაღდა/გაფართოვდა 7 საწარმო. სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას

"გურიის მოამბე"