26-07-2022
“ირაკლი კობახიძეს ხმა არ უნდა ამოეღოოო ხოო? უნამუსოები და ფარისევლები ხართ და მეტი არაფერი” - წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.
“რა თქმა უნდა ირაკლი კობახიძეს უნდა მოეთმინა, ხმა არ უნდა ამოეღო და ზუსტად ერთ საათში უნდა შევარდნილიყო სპეც რაზმი ტელევიზიაში, უნდა დაერბიათ ყველა თანამშრომელი, ორსული ქალები უნდა ეცემათ, ტელევიზია დაეხურათ, რამდენიმე საათში ჟურნალისტის ოჯახის წევრი უნდა აეყვანათ 45 კილო ჰეროინით და რაც მთავარია, გენერალური დირექტორი ზღვაში უნდა ჩაეხრჩოთ რამდენიმე ლოდ მოკიდებული... დიახ, ირაკლი კობახიძეს ხმა არ უნდა ამოეღოოო ხოო? (უნამუსოები და ფარისევლები ხართ და მეტი არაფერი) პს: მართლაც საოცარი მოთმინების უნარი ჰქონია მაგ ბიჭს და უბრალოდ ბრავო” - წერს ირაკლი ლატარია.