გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

„ცოლს დაურეკა და ესე უთქვამს აღარ დავბრუნდები და ძალიან გთხოვ ბავშვებს მიმიხედეო“ - ხაშურში ახალგაზრდა მამაკაცი მამამ ხეზე ჩამოკიდებული იპოვა

11-06-2018

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში ახალგაზრდა მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. ინფორმაციას ,,დიანიუსი" ავრცელებს. 
გამოცემის ცნობით, 35 წლამდე ასაკის მამაკაცი ხეზე ჩამოკიდებული მამამ ნახა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი ამ ეტაპზე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.,,როგორც გავიგეთ ჯერ მეგობრებს დაემშვიდობა, შემდეგ კი მის ცოლს დაურეკა და ესე უთქვამს აღარ დავბრუნდები და ძალიან გთხოვ ბავშვებს მიმიხედეო. წავიდა და რამდენიმე წუთში მამამისს უნახავს ხეზე ჩამოკიდებული" - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი. 
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

newposts