27-07-2022
ბიძინა ივანიშვილის წერილი ძალიან ბევრ საინტერესო მინიშნებას შეიცავს, გვირჩევნია სიღრმეში არ შევიდეთ და საზოგადოებამ თვითონ გამოიტანოს დასკვნები იმ საკმაოდ მკაფიო გზავნილებიდან, რომლებიც ჩამოყალიბებულია წერილში, ეს არის ჩვენი საერთო პოზიცია - ამის შესახებ „ქართუული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, წერილიდან ძალიან ბევრი რამ იკითხება, მათ შორის ქვეტექსტებიც არის ძალიან მკაფიოა.
„სერიოზული კითხვები გააჩინა ამ წერილმა, თუმცა სიღრმეში არ გვინდა შესვლა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და დღესაც გავიმეორებთ, რომ კულისებში ხდება ბევრად იმაზე მეტი, ვიდრე საჯაროდ ხდება ხოლმე ცნობილი, არის რაღაც გარკვეული საკითხები, რაზეც ჩვენ საჯაროდ ვერ ვსაუბრობთ იმის გამო, რომ რაღაცეებს უნდა გავუფრთხილდეთ. ამ შემთხვევაში, ძალიან ბევრი რამ არის ნათქვამი ამ წერილით, ძალიან ბევრი რამ იკითხება, მათ შორის ქვეტექსტებიც არის ძალიან მკაფიო. ჩვენ გაგვიჭირდება სიღრმეში შესვლა, ზედმეტად კომენტირება, საზოგადოება თვითონ წაიკითხავს წერილს და ალბათ თვითონ გამოიტანს დასკვნებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არის რაღაცეები, რაც ჩვენ კვლავაც უნდა დავტოვოთ იმ სივრცეში რაშიც დღემდე არის, საჯაროდ გაგვიჭირდება რაღაცეებზე საუბარი, თუმცა საზოგადოება დასკვნებს გამოიტანს ყველაფერთან დაკავშირებით" - აცხადებს კობახიძე.