სამშაბათი, აპრილი 15, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
ყაზბეგსა და ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქრო და ვერცხლი აღმოაჩინეს

11-06-2018

საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების ქვეყანაში კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.

რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ზ.ნ-ს, 4,743.67 ლარის ღირებულების, არადეკლარირებული ოქროსა (წონა 63 გრამი) და ვერცხლის (წონა 814 გრამი) ნაკეთობები, ფიზიკური დათვალიერების შედეგად აღმოაჩნდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 4,743.67 ლარის ოდენობით შეეფარდა.


არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების, ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის, კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა, 9 ივნისს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის კ.კ-ს, კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას, არადეკლარირებული ოქროს (101.92 გრამი) ვერცხლისა (19.3 გრამი) და პლატინის (7.1 გრამი) ნაკეთობები, ასევე, ოქროს მონეტა (7.97 გრამი) და ბიჟუტერია (9.06 გრამი) აღმოაჩინეს. არადეკლარირებული საქონლის (საერთო წონა 145.35 გრამი) საბაჟო ღირებულებამ 12,624.80 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 12,624.80 ლარის ოდენობით შეეფარდა.

"პია"