გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილმა მომავლის ენერგიის მუზეუმი ,,ნურ-ალემი'' დაათვალიერა

27-07-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ნურ-სულთანში მომავლის ენერგიის მუზეუმს ,,ნურ-ალემს'' ეწვია და დელეგაციასთან ერთად მუზეუმის ექსპოზიციები დაათვალიერა.


მომავლის ენერგიის მუზეუმი ყაზახეთის რესპუბლიკაში პირველი ტექნოლოგიური მუზეუმია. შენობა 8-სართულიანია და თითოეულ სართულზე სხვადასხვა კონცეფციაა წარმოდგენილი.


მუზეუმში წარმოდგენილია: ნურ-სულთანში ენერგიის ალტერნატიული წყაროების დანერგვის პროექტები, კოსმოსის შეუსწავლელი სივრცის საიდუმლოებები, "კოსმოსური კვლევის გვირაბი". მუზეუმში წარმოდგენილი "მზის ბურთი" მზეზე მიმდინარე პროცესებსა და ვარსკვლავების ენერგეტიკულ პოტენციალს აჩვენებს.