გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ირაკლი ლატარია: ქალბატონო ელჩო ცუდ საქმეზე წასწრებული ბავშვივით რატომ ლუღლუღებთ? გამოდით და თქვით სიმართლე

28-07-2022

ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში ამერიკის ელჩ კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის გამართულ შეხვედრას ეხმიანება.

 

მისი თქმით ჯერ 4 თვე მალავდა რომ შეხვდა. ახლა, რამდენი ხანი გავიდა და ლამის მთელი ერი ემუდარება, რომ სიმართლე თქვას.

 

„ჯერ 4 თვე მალავდა რომ შეხვდა. ახლა, რამდენი ხანი გავიდა და ლამის მთელი ერი ემუდარება, რომ სიმართლე თქვას.. დღესაც გამოვიდა და რა გავიგეთ? ვერაფერი. ქალბატონო ელჩო, ცუდ საქმეზე წასწრებული ბავშვივით რატომ ლუღლუღებთ? გამოდით და თქვით სიმართლე ბოლოს და ბოლოს, ჩვენც ადამიანები ვართ და გვინდა ვიცოდეთ თუ რა ხდება ჩვენი ქვეყნის თავს... თუ დასამალი არ გქონდათ, სანამ ენა მარწუხებით არ ამოგაგლიჯეს, რატომ არ თქვით, რომ შეხვდით ბატონ ბიძინას? აი რატომ?“- წერს ირაკლი ლატარია.