გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ვატო შაქარიშვილი: საოცარია, რომ კელი დეგნანს ყოფნის თავხედობა და გუშინდელი საბოლოო ლუსტრაციის შემდეგ, ისევ მენტორული ტონით გველაპარაკება და ჭკუას გვარიგებს!

28-07-2022

,,საოცარია, რომ კელი დეგნანს ყოფნის თავხედობა და გუშინდელი საბოლოო ლუსტრაციის შემდეგ, ისევ მენტორული ტონით გველაპარაკება და ჭკუას გვარიგებს! ფაქტების უარყოფაზე გადავიდა, კითხვებზე ვითომ ოსტატურად თავის არიდება დიპლომატიურობას არ ნიშნავს!’’ - ასე ეხმიანება ორგანიზაცია „აი იას“ თანადამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას.

 

როგორც შაქარიშვილი წერს, ელჩი გარდა იმისა, რომ შეურაცხყოფას აყენებს მთელ ერს, საკუთარი ქვეყნის რეპუტაციას და ავტორიტეტს აზიანებს.

 

,,საოცარია, რომ კელი დეგნანს ყოფნის თავხედობა და გუშინდელი საბოლოო ლუსტრაციის შემდეგ, ისევ მენტორული ტონით გველაპარაკება და ჭკუას გვარიგებს! ფაქტების უარყოფაზე გადავიდა, კითხვებზე ვითომ ოსტატურად თავის არიდება დიპლომატიურობას არ ნიშნავს! რას გვეუბნება, რომ უკრაინის ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, ბიძინა ივანიშვილთან სამ საათიანი შეხვედრა, ფრინველების თბილ ქვეყნებში მიგრაციას შეეხებოდა?! გარდა იმისა, რომ შეურაცხყოფას გვაყენებს მთელ ერს, თავისივე ქვეყნის რეპუტაციას და ავტორიტეტს აზიანებს! ამ დროს, რა გულისამრევია ეს დამონებული, კოლონიალიზმით შეპყრობილი ოპოზიცია, რომელიც გუნდრუკს უკმევს გენერალ-გუბერნატორს! ანონიმკებს კი აღარ წერენ, პირდაპირ ემონებიან! ჩვენ დაგვინახეთ! ჩვენ, დედას მოვკლავთ, მამას მოვკლავთ თუ თქვენს სამსახურში აგვიყვანთ, ქვეყანასაც გავყიდით თვალის დაუხამხამებლადო! იყიდეთ ეს კიკუები, იყიდეთ ქალბატონ კელი და წაიყვანეთ ჩვენი ქვეყნიდან! ‘’- წერს შაქარიშვილი.