გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სტერეო + განცხადებას ავრცელებს

28-07-2022

"უკვე 25 წელზე მეტია, სტერეო + ახორციელებს ეროვნულ ტელემაუწყებელთა სიგნალის გავრცელებასა და მომსახურებას. ქვეყნის ციფრულ მაუწყებლობაზე გადაყვანის შემდეგ კი, რაც ევროკომისიის ეგიდითა და EBRD-ის ხელშეწყობით განხორციელდა, 20-ზე მეტი ეროვნული მაუწყებელი მუდმივად სარგებლობს ჩვენთან დადებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული სერვისებით. ეს, თავის თავში, მოიცავს მათი სამაუწყებლო სიგნალის გავრცელებას, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე და მოსახლეობისთვის მის მიწოდებას, რაზე დანახარჯებიც, ეროვნული მაუწყებლობისთვის, ანალოგური მაუწყებლობის პერიოდთან შედარებით, ციფრული მულტიპლექსით სარგებლობით, დღევანდელ პირობებში, ერთი ათად შემცირდა.


მიუხედავად რიგი მაუწყებლების მიერ ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობისა, ამ დრომდე, ჩვენს კონტრაქტორებს ვემსახურებოდით უწყვეტად, თუმცა იძულებულნი ვართ, საკმაოდ დიდი ფინანსური დავალიანების გამო, შევწყვიტოთ მომსახურება შემდეგ არხებთან: რბჯ (1 გასართობი), მედია ჰოლდინგი (რუსთავი 2, მარაო, კომედი არხი), TV პირველი და ობიექტივი. აღნიშნულ არხებს, გარდა იმისა, რომ დიდი ოდენობით დავალიანება გააჩნიათ, ბოლო 3 თვეა, ჩვენი არაერთი წერილობითი, ზეპირი და ელექტრონული გაფრთხილების მიუხედავად, რაიმე სახის ქმედებაც კი არ განუხორციელებიათ, დავალიანების აღმოსაფხვრელად.


იძულებული ვართ, გავაკეთოთ შემდეგი განცხადება, რომ თუ აღნიშნული არხები, 1 აგვისტომდე არ მოახდენენ შესაბამის ფინანსურ რეაგირებას, ხელშეკრულების თანახმად, შეუწყდებათ მომსახურება და შესაბამისად გაითიშებიან მულტიპლექსიდან."