გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას სომხეთის დელეგაცია სტუმრობდა

28-07-2022

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, სომხეთის სურსათის უვნებლობის სამსახურის, ეკონომიკის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტისა და რესპუბლიკური ვეტერინარულ-სანიტარული და ფიტოსანიტარული ლაბორატორიული მომსახურების ცენტრის  წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.


სომხეთის დელეგაციის წევრებმა, ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია დაათვალიერეს და მიიღეს ინფორმაცია ნიმუშების მიღების, კვლევების განხორციელებისა და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის შესაძლებლობების შესახებ.


ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა, სომხეთის დელეგაციის წევრებს, ლაბორატორიის საქმიანობა, სტრუქტურა, კვლევის მიმართულებები და ლაბორატორიის განვითარების სამომავლო გეგმები გააცნო.


ლაბორატორიაში გამართულ შემაჯამებელ შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსა (DTRA) და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლები.