28-07-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალური პროგრამის ფარგლებში სასურსათო პაკეტების დარიგება დაიწყო.
ბენეფიციარებს სასურსათო დახმარება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა პირადად გადასცეს.
დახმარება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტირებულ 146 ოჯახს გაეწია, მათ შორის არიან ბავშვიანი ოჯახებიც.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნულ ბენეფიციარებს, პირველადი მოხმარების კვების პროდუქტებით წელიწადში ოთხჯერ ეხმარება.