28-07-2022
,,მე ვერ გეტყვით, უნდა ველოდოთ თუ არა ბატონი ბიძინასგან ხელახალ წერილს, მე არ მაქვს არავითარი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ზოგადად, საინტერესო იქნებოდა საუბრის შინაარსი,’’- ასე უპასუხა პარლამენტის უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას ბიძინა ივანიშვილის და ამერიკის ელჩის შეხვედრასთან დაკავშირებით.
როგორც ცაგარეიშვილმა აღნიშნა, მას არ აქვს ინფორმაცია, აპირებს თუ არა ივანიშვილი დამატებით განმარტებების გაკეთებას, შეხვედრასთან დაკავშირებით, თუმცა, მისი აზრით, საინტერესო იქნებოდა საუბრის შინაარსი.
,,მე ვერ გეტყვით, უნდა ველოდოთ თუ არა ბატონი ბიძინასგან ხელახალ წერილს, მე არ მაქვს არავითარი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ზოგადად, საინტერესო იქნებოდა საუბრის შინაარსი. ეს საუბარი გაიმართა 21 მარტს, უკრაინაში ომი დაიწყო 24 თებერვალს. თუ არ ვცდები, ბუნებრივია, ეს საუბარი, მათ შორის, შეეხებოდა ამ ომს და ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას, იმ სტატუს-კვოს, რაც შეიქმნა რეგიონში და ომის პერსპექტივებს და ამ გადმოსახედიდან, საქართველოს მომავალს. მე ამაში უბრალოდ ღრმად ვარ დარწმუნებული, როგორც ივანიშვილის წერილიდან ჩანს, სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა საუბარი და, რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება შინაარსი ამ საუბრის,’’ - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.