გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ზაალ ანჯაფარიძე ტვ ფორმულაზე: ეს არის ველურობის,უკულტურობის, ბოროტების, დილეტანტიზმის და ანგაჟირებულობის ნაზავი და ნიმუში

28-07-2022

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძის დედის ქალბატონი თამარ ზაალიშვილის facebook სტატუს ეხმიანება.


„ვიდრე ამ ამბავს გავიგებდი, ქართული ჟურნალისტიკის მძიმე მდგომარეობის შესახებ დავწერე დღეს სტატუსი და აგერ ახდა კიდეც. ეს არის ველურობის,უკულტურობის, ბოროტების, დილეტანტიზმის და ანგაჟირებულობის ნაზავი და ნიმუში. ვის და რას უმტკიცებენ ამით ეს "ურნალისტები"? ან ტელეარხი ვინც მათ ასეთ დავალებას აძლევს. მე მგონი არც არავის და არაფერს არ უმტკიცებენ, უბრალოდ საკუთარ პათოლოგიურ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებენ. ეს არის და ეს!“ - წერს ანჯაფარიძე facebook - ზე.