გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა მდინარაძე: ძალებმა, რომლებმაც ზეგავლენა სცადეს ბიძინა ივანიშვილზე, რომ შემობრუნებულიყო პოლიტიკაში და ქვეყანა ომში ჩაერთო, ალბათ ვეღარ შეძლეს იმხელა ზეგავლენა ბერმუდას სასამართლოზე, რომ იქაც სასურველი შედეგი მიეღოთ

28-07-2022

იმ ძალებმა, რომლებმაც გარკვეული ზეგავლენა სცადეს ბიძინა ივანიშვილზე იმისთვის, რომ ის შემობრუნებულიყო პოლიტიკაში, ჩართულიყო რაღაც ფორმებით და ეს ქვეყანა ომში ჩაერთო თუ ა.შ., ალბათ ვეღარ შეძლეს იმხელა ზეგავლენა ბერმუდას სასამართლოზე, რომ იქაც სასურველი შედეგი მიეღოთ და ბიძინა ივანიშვილის დამარცხებისთვის მიეღწიათ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, გუშინ გავრცელებული ამბები მეტყველებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავის დროზე საკუთარი თავი და თავისი ოჯახი გაწირა და ალბათ ფულით მისი დაშანტაჟება შეუძლებელია. ამას უნდა მიმხვდარიყვნენ ის ძალები თუ ადამიანები, ვინც მის დაშანტაჟებას ცდილობდნენ. მისივე თქმით, რიგმა ძალებმა თუ ადამიანებმა, თავს ზემოთ ძალა იპოვნეს, რომ დრო დაეთმოთ ბიძინა ივანიშვილის ფულზე საუბრისა და მის სანქცირებაზე ზრუნვისთვის.

 

„ამას მიუძღვნეს არათუ განცხადებები, კამპანიები, წარმოიდგინეთ რა ძალასთან გვქონდა საქმე, ამას მიეძღვნა რეზოლუცია, რომელსაც 308 დეპუტატმა მხარი დაუჭირა. ამას მიეძღვნა კრედიტ სვისის - ერთ-ერთი მსხვილი შვეიცარიული ფინანსური ინსტიტუტის გადაწყვეტილებები, რომ ბიძინა ივანიშვილის სანქციებზე, მის ფულზე ეფიქრათ, ამ ფულის გაჩერებაზე ეზრუნათ. უდიდესი ენერგია დაიხარჯა“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ამასთან, მისი თქმით, გუშინ იყო ძალიან საინტერესო დღე და დამთხვევებიც, გამოქვეყნდა ბიძინა ივანიშვილის ძალიან ლაკონური წერილი, რომლითაც უფრო მეტი სათქმელი ითქვა. „წერილი ძალიან ლაკონური იყო, უფრო მეტი სათქმელი ითქვა ამ ერთი წერილით, ვიდრე პოლიტიკოსების ნასაუბრები რამდენიმე თვის განმავლობაში და საზოგადოება ალბათ აქედანაც სწორ დასკვნებს გამოიტანს.


უფრო სიღრმეში არ შევალ. რაც შეეხება ბერმუდას სასამართლოში მოგებულ კიდევ ერთი პროცესს აქ ალბათ იმ ძალებმა, რომლებმაც გარკვეული ზეგავლენა სცადეს ამ ადამიანზე, იმისთვის, რომ ის შემობრუნებულიყო პოლიტიკაში და ჩართულიყო რაღაც ფორმებით და ეს ქვეყანა ომში ჩაერთო თუ ა.შ. ამაზე ლეგიტიმური ეჭვები არსებობს და არსებობდა, ალბათ ვეღარ შეძლეს იმხელა ზეგავლენა სასამართლოზე ბერმუდაში, რომ იქაც სასურველი შედეგი მიეღოთ და ბიძინა ივანიშვილის დამარცხებისთვის მიეღწიათ. ესეც ყველაფერზე მეტყველებს, ბუნებრივია, ის მართალი იყო იმ დავაში, ერთი სასამართლო მოიგო, გუშინ მეორე სასამართლო მოიგო და ძალიან სიმბოლური იყო ჩემი აზრით იმ საბანკო სისტემის აღმასრულებელი დირექტორი გადადგა, რომელიც დაუპირისპირდა ბიძინა ივანიშვილს ამგვარი ქმედებებით. სამი ამბავი იყო, რომელიც მეტყველებდა იმაზე, რომ ამ ადამიანმა პრაქტიკულად შეიძლება ბოლომდე ასე არ თქვა, მაგრამ გარკვეული მინიშნება იყო იმასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ თავის დროზე არა ბიზნესით დაგროვილი დიდი რესურსი, არამედ თავისი თავი, თავისი ოჯახი გაწირა და ალბათ ფულით მისი დაშანტაჟება შეუძლებელია. ამას უნდა მიმხვდარიყვნენ ის ძალები თუ ადამიანები, ვინც მის დაშანტაჟებას ცდილობდნენ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.