გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა მდინარაძე: გუშინ, Credit Suisse-ის დირექტორი გადადგა; მიუხედავად ამისა, თავის დროზე, ვიღაცეებმა რაღაცეები ნამდვილად მოახერხეს, მაგრამ სიმართლით ამ კაცმა თავისი გაიტანა

29-07-2022

,,არის ერთი საკითხი, რა მასშტაბის პრობლემასთან, თუ ძალასთან გვაქვს საუბარი. ამაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ. გუშინ, მოუწია გადადგომა Credit Suisse-ის აღმასრულებელ დირექტორს. მთელი ცხოვრებაა თქვენც, მეც და მაყურებელს, ყველას გვესმის, რომ შვეიცარიული საბანკო სისტემა, ვისი თანხებიც არ უნდა იყოს იქ, ქველმოქმედის თუ ფილანტროპის, ყველას თანხა არის დაცული. ეს საბანკო სისტემაა ხელშეუხებელი და შეუვალი. არ აინტერესებს, ვისია თანხა, რა არის და როგორ არის,’’ - განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია ,,იმედში’’ საუბრის დროს.

 

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, შვეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაციის დაზიანება მოახერხა რაღაც დიდმა ძალამ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა.

 

,,ამ რეპუტაციის დანგრევაც კი დადგა სასწორის ერთ პინაზე, რაღაც ინტერესთან მიმართებაში. მარტივად რომ ავხსნათ, ეს ამ ინტერესმა გადაწონა. ფაქტი ვიცით, რომ გაუჩერეს გადმორიცხვები. პრაქტიკული დასანქცირება მოახდინეს ბიძინა ივანიშვილის, ადვოკატი ამბობს ამას. ანუ, სასწორის მეორე პინაზე დაიდო რეპუტაცია, იმ წონის და იმ სიმძიმის საკითხით, რომ რაღაც სხვას უფრო მძიმეს არ გადაეწონა. რამე საოცარს ხომ არ ვლაპარაკობ, ხომ ფაქტია ეს ყველაფერი. ფაქტობრივი მოცემულობიდან გამოვდივარ და არა ჩემი სუბიექტური შეფასებებიდან. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ყველაფერში უბრალო ხალხი ჩართული ნამდვილად არ არის და ეს ვიღაცეებმა შეძლეს.

 

მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ბერმუდაში მოიგო პროცესი, გუშინ აღმასრულებელი დირექტორი გადადგა და ისეთი დღე იყო, რომ ბევრი რაღაცის ლუსტრაცია მოხდა. მოუხედავად ამისა, თავის დროზე, ვიღაცეებმა რაღაცეები ნამდვილად მოახერხეს, მაგრამ სიმართლით ამ კაცმა თვისი გაიტანა, შესაბამისად ჩვენ მარტივად რომ დავასკვნათ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მეორე მახარეს დგას ძალიან დიდი ძალა და ძალიან დიდი ინტერესი,’’ - განაცხადა მაუკა მდინარაძემ ,,იმედი LIVE’’ ეთერში.