გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მამუკა მდინარაძე კელი დეგნანზე: სადაც ორაზროვანი პასუხებია, იქ ჩნდება დამატებითი კითხვები, ელჩის განცხადებების ნაწილი აღარ არის ორაზროვანი, კარგი იქნებოდა, მათი დამაჯერებლობა უფრო მყარი ყოფილიყო

29-07-2022

როგორც კი მკაფიო პასუხები იქნება, არავის მიეცემა საშუალება, რაღაც თემაზე დამატებითი კითხვები დაისვას. ქალბატონ ელჩს რომ ეთქვა თავის დროზე, კი ბატონო, შევხვდი ბიძინა ივანიშვილს, აღარ კითხავდნენ ასჯერ, იქნებოდა მკაფიო პასუხი - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE-ში განაცხადა.

 

მისი თქმით, სადაც ორაზროვანი პასუხებია, იქ ჩნდება დამატებითი კითხვები. ელჩის განცხადებების ნაწილი აღარ არის ორაზროვანი, მაგრამ უფრო კარგი იქნებოდა, მათი დამაჯერებლობა უფრო მყარი ყოფილიყო.

 

„რაც შეეხება ქალბატონ ელჩს, ერთი მხრივ, ჩვენ რა თქმა უნდა, ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ ურთიერთობებში, რომ ვიღაცამ არ შეძლოს ასე ლაპარაკი, რა აღქმებზეც მეკითხებით, მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც კითხვა დაისმება, რჩევაც იყო ჩვენი, პირადად მეც გამიკეთებია ასეთი რაღაც, რომ მკაფიო პასუხი გამორიცხავს გაგრძელებებს, არავის მიეცემა საშუალება, რაღაც თემაზე კიდევ დამატებითი კითხვები დაისვას, როგორც კი მკაფიო პასუხები იქნება. სადაც არის ორაზროვანი პასუხები, იქ ჩნდება დამატებითი კითხვები. ქალბატონ ელჩს რომ ეთქვა თავის დროზე, რომ კი ბატონო, შევხვდი ბიძინა ივანიშვილს, აღარ იქნებოდა ასჯერ ნაკითხი, შეხვდი თუ არა, იქნებოდა მკაფიო პასუხი.ელჩის განცხადებების ნაწილი აღარ არის ორაზროვანი, მაგრამ მათი დამაჯერებლობა რომ უფრო მყარი ყოფილიყო, ხომ უფრო კარგი იქნებოდა“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მისი თქმით, მოსამართლესთან დაკავშირებით დადასტურდა მისი მხრიდანაც მკაფიოდ, რომ დასანქცირებული არ არის,მაგრამ იმის შიგნით ხომ რაღაც ქვედინებებია, ვიღაცამ ეს ხომ გააკეთა?

 

„ერთია, მე თქვენ რაღაცას რომ გეკითხებით, ხაზს ვუსვამ, ჩემს მეგობარს, იმიტომ, რომ ძალიან ცუდად სპეკულირებენ ამაზე. თქვენ, ჩემს მეგობარს კითხვას რომ გისვამთ, მე თქვენი წინააღმდეგი კი არ ვარ, მინდა, რომ თქვენსა და ჩვენს შორის ჯერ ერთი, დაძაბულობა არ იყოს, მეორე - სამართლიანად ვიაროთ ერთმანეთთან ურთიერთობის გზაზე და მესამე - ჩემმა წარმომადგენელმა თქვენს ქვეყანაში მეასედი რომ გაბედოს და გააკეთოს, რა შედეგები მოყვება, დააახლოებით ხომ ვიცით ყველამ. რა თქმა უნდა, ბევრი ასპექტია გასათვალისწინებელი, საქართველო პატარა ქვეყანაა და ა.შ. აღარ გავაგრძელებ, ყველა ხვდება, რაზეც მივანიშნე, აღარ შევიდეთ სიღრმეში, ამიტომ, მე თქვენ გთხოვთ, რომ მკაფიო იყოს პასუხები მაგალითად, მოსამართლე დასანქცირდა თუ არა. ძალიან კარგი, რომ იყო მკაფიო პასუხი, მაგრამ იმის შიგნით ხომ რაღაც ქვედინებებია, ვიღაცამ ეს ხომ გააკეთა? დადასტურდა მისი მხრიდანაც მკაფიოდ, რომ დასანქცირებული არ არის, მოსამართლე ამით კმაყოფილია. რა მოხდა შიგნით, ვიღაც სტაფერმა რა ჩაიდინა? კითხვები უსასრულოდ არ გაგრძელდება, თუ იქნება მკაფიო პასუხები. მე თქვენ თუ კითხვას გისვამთ, თუ მკაფიო პასუხი იქნება და არ დატოვებს ინტერპრეტაციის საშუალებას, დამთარდება ეს ამბავი“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.