29-07-2022
როდესაც გვყავს ერთი მხრივ მტერი და მეგობრების ნაწილი რაღაც კითხვებზე მკაფიო პასუხებს არ გვცემენ, ჩვენი თხოვნაა, გაემიჯნონ ომის ნარატივებს, სანქციების მოწოდებებს, ეს ეხება არა მხოლოდ აშშ-ს ელჩს, ეხება ყველას, გამონაკლის გარეშე, ვინც არ გაემიჯნა ომის მოწოდებებს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE-ში განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც ამას მკაფიოდ გაემიჯნება მეგობარი, ვეღარ მოახდენენ მისი სახელით სპეკულირებას.
„როდესაც ამას მკაფიოდ გაემიჯნება მეგობარი, არ ვსაუბრობ მტერზე, მტერს მტერი ქვია და ეს საკითხი არასოდეს გადაიხედება, რაც არ უნდა სპეკულაციები მოაყოლონ ქვეყნის შიგნით ჩვენმა ოპონენტებმა, მათმა ლობისტებმა თუ დავალების მიმცემებმა, ამ პირობებში, როდესაც გვყავს ერთი მხრივ მტერი და მეგობრების ნაწილი რაღაც კითხვებზე მკაფიო პასუხებს არ გვცემენ, ჩვენი თხოვნაა, გაემიჯნონ ომის ნარატივებს, სანქციების მოწოდებებს. ეს ეხება არა მხოლოდ აშშ-ს ელჩს, ეხება ყველას, გამონაკლის გარეშე, ვინც არ გაემიჯნა მაგალითად ომის მოწოდებებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედან, გაემიჯნონ, ეს იქნება ჩვენი მთავარი სტრატეგიული ქვეყნის წარმომადგენელი ამ ქვეყანაში თუ სხვა ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ეს ჯერ არ გაუკეთებია, ეს არის ჩვენი თხოვნა. მკაფიო იქნება ყველაფერი და ვეღარ მოახდენენ მისი სახელით სპეკულირებას. ვაშაძე რომ დადის, ხან ბრიუსელიდან ჩაგვერთვება, ხან ვაშინგტონიდან და იქიდან გვმოძღვრავს, რომ აქ უკვე დალაგებულია თემა, რაღაც სისულელეებს რომ ლაპარაკობს, ამას ხომ ვეღარ მოახერხებს. ამიტომ, გაემიჯნოს, ელჩი იქნება თუ სხვა ადამიანი, ვინც ამას აქამდე არ აკეთებდა“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.