გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

2022 წლის პირველ ნახევარში საქართველო ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებელს ინარჩუნებს

29-07-2022

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.5 პროცენტით განისაზღვრა.

 

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სასტუმროები და რესტორნები, სამთომოპოვებითი მრეწველობა.

 

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობის დარგებში.