გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: მე, როგორც მთავრობის მეთაური ვაკეთებ და გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ ურთიერთობა, რომელიც გვაქვს ამერიკასთან და ევროპასთან კიდევ უფრო გავაძლიეროთ, განვამტკიცოთ

29-07-2022

მე, როგორც მთავრობის მეთაური ვაკეთებ და გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ ეს ურთიერთობა, რომელიც გვაქვს ამერიკასთან და ევროპასთან კიდევ უფრო გავაძლიეროთ, განვამტკიცოთ, ეს რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია, ეს არის ასე ვთქვათ ჩვენი მთავარი ამოცანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მესტიაში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

 

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ თავიდან აიცილა ყველაზე დიდი განსაცდელი - ომი და ახლა უნდა გაგრძელდეს ქვეყნის წინსვლა, პარალელურად კი ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გაძლიერდეს ურთიერთობები მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-სთან.

 

„მე ერთი რამ მინდა გითხრათ ემა და თქვენ ყველას, ჩვენს საზოგადოებას მინდა, მივმართო კიდევ ერთხელ. ჩვენ ძალიან დიდი განსაცდელი რომ იტყვიან გამოვიარეთ მას შემდეგ რაც დაიწყო ომი უკრაინაში. ჩვენმა გუნდმა მთლიანად ჩვენ, ყველამ ერთად მოვახერხეთ ის, რომ ეს განსაცდელი ჩვენს ქვეყანას ავარიდეთ, მიუხედავად ძალიან ბევრი მცდელობისა, პროვოკაციებისა და პირდაპირი მოწოდებებისა, ჩვენმა გუნდმა აიცილა თავიდან ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანს დამართნოდა, ეს არის ომი. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ შევუნარჩუნეთ ჩვენი გონივრული, ეროვნული პოლიტიკით მშვიდობა, სტაბილურობა ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არ არის შემთხვევითი. ასე რომ, ახლა რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მშვიდად, დინჯად, მტკიცედ ჩვენი ქვეყნის მართვა და წინსვლა და ამავდროულად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობები ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-სთან.

ძალიან ბევრი კითხვა დაისვა საზოგადოების მხრიდან, ძალიან ბევრი პოლიტიკოსი არის ძალიან აქტიურად ჩართული ამ კითხვების დასმაში, ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, მე ერთი მინდა ვთქვა, მე, როგორც მთავრობის მეთაური ვაკეთებ და გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ ეს ურთიერთობა, რომელიც გვაქვს ამერიკასთან და ევროპასთან კიდევ უფრო გავაძლიეროთ, განვამტკიცოთ, ეს რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია, ეს არის ასე ვთქვათ ჩვენი მთავარი ამოცანა. ჩვენ მივდივართ ევროპისკენ, ეს არის შეუქცევადი გზა, სხვა ყველაფერი, ყოველგვარი სპეკულაცია არის საფუძველმოკლებული,"- განაცხადა პრემიერმა.