გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კახელი ფერმერები ხორბლის დაბალ ფასს აპროტესტებენ

12-06-2018

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა კავშირის ხელმძღვანელის, ირინა ფხოველიშვილის თქმით, მეხორბლები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ და შესაბამისი წერილით მთავრობის ადმინისტრაციას მიმართავენ. 

მისი თქმით, ფერმერები 1 კგ ხორბლის დაბალ ფასს აპროტესტებენ. 
,,იმის ფონზე, რომ საწვავისა და მექანიზაციის ხარჯები გაიზრდა, ფერმერებს ხორბლის წარმოება ძვირი უჯდებათ, ფასი კი ხორბალზე ყოველწლიურად მცირდება. ამ ეტაპზე კი 1 კგ ხორბლის ფასი 37-38 თეთრს უტოლდება. სახელმწიფომ უნდა განახორციელოს ისეთი ღონისძიებები, როგორებიცაა ხორბლის პრიორიტეტად აღიარება და სახელმწიფო პროგრამების განხორციელება მეხორბლეების მიმართულებით. ჩვენ ეს ყველაფერი ჩამოვუწერეთ მთავრობას და ვფიქრობთ, რომ უნდა დაიწყოს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. წინააღმდეგ შემთხვევაში შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე ქვეყანაში ხორბლის რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდება, უფრო მეტიც - ბევრი ფერმერი ხორბლის წარმოებაზე უარსაც კი იტყვის", - აცხადებს ირინა ფხოველიშვილი.
ფერმერების ინფორმაციით, უცხოურ ხორბალზე ფასი ბევრად უფრო მაღალია და ის 1 კილოგრამზე 65 თეთრს უტოლდება. მათი განცხადებით, ფერმერების მთავარი მოთხოვნა 1 კგ ხორბლის ღირებულების 50 თეთრამდე გაზრდაა.

knews.ge