გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და რეგიონებში არსებულ ყველა სამხედრო ბაზაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

30-07-2022

გუდაურში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და საქართველოს რეგიონებში არსებულ ყველა სამხედრო ბაზაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.


29 ივლისს, გუდაურში სამაშველო ოპერაციის განხორციელებისას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა ეკიპაჟის 4 წევრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი.